პორტუგალიის ბანკებმა რამდენიმე კრიპტო ანგარიში დახურეს

0
814

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის რამდენიმე მსხვილმა ბანკმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბირჟების ანგარიშების დახურვა „რისკების მენეჯმენტის“ გამო.

ეს კი მიუთითებს პორტუგალიის პოზიციის შეცვლაზე. როგორც ჩანს, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსურ ინსტიტუტებს ზომების მიღების მწვანე შუქი მისცა.

პორტუგალიის რამდენიმე წამყვანმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ, დახურა CriptoLoja-ის ანგარიშები, რომელიც ქვეყანაში პირველი კრიპტოვალუტის ბირჟად იყო მიჩნეული.

უნდა აღინიშნოს, რომ ბირჟას საქმიანობის ლიცენზია ჰქონდა. Bloomberg-ის მიხედვით, მინიმუმ ოთხმა კრიპტოვალუტის ბირჟამ დაიხურა ანგარიშები, ესენია: BCP-ი (Banco Comercial Portugues), Santander Bank-ი, Caixa Geral de Depósitos-ი, BiG-ი და Abanca.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბირჟა ლიცენზირებულია პორტუგალიის ბანკის მიერ, რომელიც არეგულირებს შიდა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს.

ბირჟებიდან სამი იდენტიფიცირებული იყო, როგორც Criptoloja, Mind The Coin-ი და Luso Digital Assets-ი.

პორტუგალიის ბანკის ხელმძღვანელმა, მარიო სენტენომ განაცხადა, რომ ბანკებს აქვთ სრული თავისუფლება გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ, მაგრამ დადო პირობა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა სიტუაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი