მედია: ჯერჯერობით უცნობია კრიპტოვალუტის სექტორს რომელი კომისია დაარეგულირებს

0
867

შეერთებული შტატების სენატორი სინტია ლუმისის თანამშრომელი მიიჩნევს, რომ კონგრესს მოუწევს ჩაერთოს და მოაგვაროს დავა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასა (SEC) და სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიას (CFTC) შორის.

ამ ორ სამთავრობო დაწესებულებას შორის დავა კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

აღნიშნული საკითხის გარშემო დავა 2014 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს, როდესაც CFTC-მა პირველად გამოაცხადა რომ ციფრული ვალუტები მისი იურისდიქციის ქვეშაა. ეს მოგვიანებით კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით 2018 წელს, რომელშიც ნათქვამია, რომ CFTC-ს ჰქონდა უფლება კრიპტოვალუტის გამოყენებით კრიმინალური საქმიანობისთვის ზომები მიეღო.

თუმცა, პრეტენზია ასევე გამოთქვა SEC-მა, რომელიც უპირატესად იკვლევდა აშშ-ში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის ბირჟებს.

სენატორებმა, დები სტაბენოვმა მიჩიგანიდან და ჯონ ბუზმანმა არკანზასიდან, წარმოადგინეს ციფრული საქონლის მომხმარებელთა დაცვის აქტი.

თუ კანონპროექტი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ იქნება მიღებული, CFTC-ს მიენიჭება ციფრული პროდუქტების რეგულირების უფლება.

აღსანიშნავია, რომ DCCPA-ი ბიტკოინს და ეთერიუმს აფასებს, როგორც ციფრულ საქონელს და არა ფასიან ქაღალდებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან SEC-ის თავმჯდომარემ გარი გენსლერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომლის განსაზღვრაც, როგორც საქონელი, კომფორტულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი