დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კომპანია 1inch ქსელმა აზიაში წვდომის გაფართოების გეგმები გაამჟღავნა.
2022 წლის კორეის Blockchain კვირეულის (KBW) ფარგლებში კომპანიის თანადამფუძნებელმა სერგეჟ კუნსმა განაცხადა, რომ DeFi-ს ბაზარი შედარებით მცირეა კორეასა და აზიაში. თუმცა არსებობს აზიაში დაფუძნებული Web3 კომპანია, რომელთანაც 1inch-ი პარტნიორობას ცდილობს.
თუმცა, კუნსმა ასევე დაამატა, რომ შესვლის ყველაზე დიდი ბარიერი, როგორც ჩანს, არის DeFi-ს და კრიპტო საფულეების გამოყენების არარსებობა:
„როგორც კი ხალხი გაიგებს, რომ მათ შეუძლიათ ფერმის შექმნა, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და მარტივი წვდომა Ethereum-ზე, რამდენიმე მარტივი EVM თავსებადი ქსელებით, ბაზარი ძალიან გაიზრდება”,- აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.
თუმცა, კუნსმა ასევე დაამატა, რომ აზიაში Blockchain დაფუძნებული თამაშების პოპულარობამ შეიძლება უფრო მეტი ადამიანი შემოიყვანოს DeFi-ს ბაზარზე.
”აქ, უამრავი ადამიანია, ვისაც უყვარს თამაშები და ბევრი მსგავსი რამ, ასე რომ, ვფიქრობ, რომ DeFi-ს ბაზარი შეიძლება ბევრად გაიზარდოს სამხრეთ კორეაში”,- აღნიშნა სერგეჟ კუნსმა.