პორტუგალიაში კრიპტოვალუტის ბირჟების ანგარიშები იხურება

0
986

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის რამდენიმე მსხვილმა ბანკმა დაიწყო კრიპტოვალუტის ბირჟების ანგარიშების დახურვა „რისკების მენეჯმენტის“ გამო, რაც მიუთითებს პორტუგალიის კრიპტო პოზიციის შეცვლაზე.

პორტუგალიის რამდენიმე წამყვანმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ, დახურა CriptoLoja-ის ანგარიშები, ქვეყანაში პირველი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელმაც მიიღო საქმიანობის ლიცენზია.

Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, მინიმუმ ოთხმა შიდა კრიპტოვალუტის ბირჟამ: BCP-მ (Banco Comercial Portugues), Santander Bank-მა, Caixa Geral de Depósitos-მ, BiG-მ და Abanca-მ ანგარიშები დახურა.

ყველა ბირჟა ლიცენზირებულია პორტუგალიის ბანკის მიერ, რომელიც არეგულირებს შიდა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს. ბირჟებიდან სამი იდენტიფიცირებული იყო, როგორც Criptoloja, Mind The Coin-ი და Luso Digital Assets-ი.

პორტუგალიის ბანკის ხელმძღვანელმა მარიო სენტენომ განაცხადა, რომ ბანკებს აქვთ სრული თავისუფლება გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ, მაგრამ პირობა დადო, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა სიტუაციას.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ბანკის ბირჟებზე ზედამხედველობა მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ პლატფორმები ებრძვიან ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებას. ასევე მუშაობენ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი