ორი უმსხვილესი ჯანდაცვის კომპანია Blockchain-ის საპილოტე პროგრამას განახორციელებს

0
1518

აშშ-ს ორმა უმსხვილესმა სამედიცინო დაზღვევის პროვაიდერმა განაცხადა, რომ ერთობლივად Blockchain საპილოტე პროგრამას განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის მონაცემების სისტემის გაუმჯობესებას.

UnitedHealth Group-მა და Humana-მ, რომლებიც ძირითადად კონკურენტები არისნ ჯანდაცვის სფეროში განაცხადეს, რომ საპილოტე პროგრამა MultiPlan-სა და Quest Diagnostics-თან თანამშრომლობით განვითარდა.

პროექტში ასევე მონაწილეობს UnitedHealth Group-ის ორი შვილობილი კომპანია, UnitedHealthcare და Optum-ი.

UnitedHealth Group-ისა და Humana-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

“პილოტი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემთა ბაზები Blockchain ტექნოლოგიით. Blockchain-ს შეუძლია გააუმჯობესოს მონაცემების სიზუსტე, გაამარტივოს ადმინისტრაციული პროცედურები და უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა”.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი პილოტი არსებულ პლატფორმაზე ოპერირებს, თუ შექმნილია მთლიანად ახალი პლატფორმა.

შეგახსენებთ, რომ პილოტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს ძირითადი ნაკლის, მონაცემთა შემოწმების პრობლემის მოგვარებას. აღნიშნული პროცედურისთვის ყოველწლიურად 2.1 მილიარდ დოლარია საჭირო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი