ING Group-მა, ნიდერლანდურმა მრავალეროვნულმა საბანკო და ფინანსური სერვისების კორპორაციამ, თავისი ციფრული აქტივების ბიზნესი Pyctor-ი, აქტივების სავაჭრო ინფრასტრუქტურის კომპანია GMEX-ს მიჰყიდა.
“GMEX-მა ING-ის ინსტიტუციური ხარისხის ციფრული აქტივების დაცვის გადაწყვეტა Pyctor-ის მრავალმილიონიანი გარიგებით შეიძინა”,- განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა.
Pyctor-ს სერვისის დამატება GMEX-ის MultiHub სივრცეში ჯერ კიდევ შარშან წამოწყებულ ინსტიტუციონალურ ბიზნესს დაეხმარება მიზნის მიღწევაში, რომელიც ცენტრალიზებულ ფინანსებსა (CeFi) და დეცენტრალიზებულ ფინანსებს (DeFi) შორის არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება.
ამის შესახებ GMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰირანდერ მისრამ ისაუბრა.
Pyctor-ს აქვს საშუალება MultiHub-ის სივრცე გააფართოვოს ციფრული აქტივების და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, მათ შორის “ჭკვიანი კონტრაქტის” ფუნქციებით, ვაჭრობის შემდგომი დაცვისა და ინსტიტუციური ქსელის შესაძლებლობებით.
Pyctor-ი ასევე შექმნილია მარეგულირებელი შესაბამისობის მხარდასაჭერად. აქ კი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული სისტემა იგულისხმება.