ინგლისის ბანკი: კრიპტოვალუტას რისკების შესამცირებლად რეგულაცია სჭირდება

0
887

ინგლისის ბანკის (BoE) დირექტორის მოადგილემ ფინანსური სტაბილურობის საკითხებში, ჯონ კანლიფმა, რეკომენდაცია გაუწია რეგულაციების შექმნას კრიპტოვალუტის ეკოსისტემაში არსებული რისკების დასაძლევად, რაც მისი აზრით, ინვესტორების მხრიდან ნდობას გააღრმავებს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, კანლიფმა ხაზი გაუსვა Terra-ს ეკოსისტემის ბოლოდროინდელ ვარდნას და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტები, რომლებიც ვერ ინარჩუნებენ თავიანთ ღირებულებას, იწვევს სტრესს კრიპტო ბაზრებზე.

მან თავისი იდეა კრიპტო მარეგულირებელი სისტემის შესახებ შეადარა ტრადიციულ ფინანსების მსგავს შემთხვევებს, სადაც რეგულაციები ინვესტორებს გამოუსწორებელი ზარალისგან იცავს.

„ჩემთვის ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა გვჭირდება შემოვიტანოთ მარეგულირებელი სისტემა, რომელიც მართავს ამ რისკებს კრიპტო სექტორში ისევე, როგორც ჩვენ ვმართავთ მათ ტრადიციულ ფინანსურ სამყაროში”,- განაცხადა ჯონ კანლიფმა.

მიუხედავად იმისა, რომ ის კრიპტოვალუტის ფინანსურ სისტემაში გამოსაყენებლად რეალურ პოტენციალს ხედავს, კანლიფმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციები არ უნდა იყოს ძირეულად განსხვავებული ტრადიციული ფინანსებისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი