კალიფორნიის შტატში პოლიტიკური საქმიანობისთვის კრიპტო დონაცია დაშვებულია

0
797

კალიფორნიის შტატისა და ადგილობრივი ოფისების კანდიდატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ უფლება მიიღონ შემოწირულობები კრიპტოვალუტაში მას შემდეგ, რაც შტატის სამართლიანი პოლიტიკური პრაქტიკის კომისიამ (FPPC) აკრძალვა გააუქმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული აკრძალვა 2018 წლიდან მოქმედებდა.

კალიფორნია იყო ერთ-ერთი ცხრა შტატიდან, რომელმაც აკრძალა კრიპტოვალუტაში დონაცია საფრთხის მაღალი რისკის გამო.

ციფრულ ვალუტაში შენატანების საკითხი მარტში გახდა ხელახალი განხილვის საგანი. კომისიამ გამოსცა დებულება NFT გაყიდვის შესახებ კამპანიის სახსრების მოზიდვის მიზნით.

მაისში მომზადდა მოხსენება FPPC-ის მიერ, რომელმაც შეისწავლა კრიპტოპოლიტიკის სამი ვარიანტი.

პირველ ვარიანტში მათ უნდა შეენარჩუნებინათ აკრძალვა, მეორეში კი კრიპტოვალუტა ნაღდი ფულის სახით გამოეყენებინათ. ეს პრაქტიკა უკვე არის ამერიკის რამოდენიმე შტატში დანერგილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემაზე მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი