Celsius-მა 529 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი FTX ბირჟაზე გადაიტანა

0
968

საკრედიტო პლატფორმა Celsius-მა დიდი მოცულობის გადარიცხვა კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ზე განახორციელა.

საუბარია თითქმის 530 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინზე. ეს ფაქტი იმითაა აღსანიშნავი, რომ მსგავსი მოცულობის გადარიცხვები ხშირად მოქმედებს ისედაც არასტაბილურ ფასზე.

ამ გადარიცხვასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა. Celsius-მა ბოლო საკრედიტო ვალის გადახდა Maker-ის პროტოკოლის პლატფორმისათვის განახორცეილა, რა დროსაც 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკონი გადარიცხა.

კრიპტო საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ ამან შეიძლება ბიტკოინის კურსის დავარდნა გამოიწვიოს. თუმცა არსებობს კრიპტოვალუტის სექტორის მეორე ჯგუფი, რომელიც ამ ფაქტს არცთუ ტრაგიკულად უყურებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს Celsius-ის დამფუძნებელი, ალექს მაშინსკი, კრიპტო ბლოგერის ბენ არმსტრონგის სამიზნეში მოხვდა. ბენ ამსტრონგი აპირებს საჩივრის შეტანას საკრედიტო პლატფორმისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ.

არმსტრონგმა “ტვიტერის” მეშვეობით განაცხადა აღნიშნული სარჩელის შესახებ. ამის მიზეზი Celsius-ის პლატფორმაზე სესხების გადაუხდელობის პრობლემაა, რისი გადახდის შანსის მიცემასაც ითხოვს არმსტრონგი და ამბობს, რომ საჭიროა აღნიშნული სესხების დეპონირება, რათა საზოგადობას კვლავ შეეძლოს მათი ვალდებულებების დაფარვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი