პოლონეთის მსხვილი ბანკი საბანკო დოკუმენტების შენახვისთვის Blockchain-ს გამოიყენებს

0
4101

პოლონეთის მსხვილმა ბანკმა, Bank Polski-მ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა Blockchain ტექნოლოგიის კომპანია Coinfirm-თან პარტნიორობა. პარტნიორობის მიზანია DLT-ზე დაფუძნებული შენახვისა და საბანკო დოკუმენტების გადამოწმების სისტემის უზრუნველყოფა.

ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს Bank Polski-ის საბანკო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას Coinfirm-ის მიერ შემუშავებული Trudatum-ის პლატფორმის საშუალებით.

სისტემის გამოყენებით, ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლები სარგებლობენ უსაფრთხოების კონკრეტული წესებით.

პოლონეთის fintech კომპანიის MC2 Solutions- ის პრეზიდენტმა, ანა სტრეზინსკამ განაცხადა, რომ ბანკები უფრო მეტად არიან დაინტერესებული დოკუმენტაციის მართვის სისტემში Blockchain-ის გამოყენებით, რადგანაც მომხმარებელთა ინფორმირების არსებული მექანიზმები უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

“საბანკო სექტორი – პოლონეთის ბანკის ასოციაცია და ეროვნული საბანკო პალატა ტექნოლოგიური გზებს ეძებდნენ აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად. დაიტესტა სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია, მათ შორის Blockchain ტექნოლოგიაც”,- განაცხადა ანა სტრეზინსკამ.

Blockchain-ის შენახვის სისტემას ასევე შეუძლია დაიმახსოვროს ბანკის მიერ განხორციელებულ ოპერაციებში კლიენტის მიერ გაწეული ხარჯები.

ამ ტიპის სისტემის ფუნქციონირება ქმნის მეტ კომფორტს, ვიდრე ბანკის ცხრა მილიონი მომხმარებლის საქაღალდე დოკუმენტაციის წარმოება.

Bank Polski-ის ვიცე-პრეზიდენტმა ადამ მარცინიაკმა წარმატებული გამოცდის შემდეგ, ხელი მოაწერა შეთანხმებას პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

“გასულ წელს დავიწყეთ Coinfirm-ის მიერ შემუშავებული Trudatum- ის პლატფორმის დატესტვა. საბანკო გარემო ძალიან კმაყოფილი დარჩა დატესტვის შედეგებით, ამიტომ ჩვენ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობა გადავწყვიტეთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ პოლონეთის საბანკო სექტორში Blockchain ტექნოლოგიების დანერგვას”,- აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ადამ მარცინიაკმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი