“აუდი” კომპანიაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს

0
2483

გერმანული ავტოწარმოების კომპანია “აუდი” Blockchain ტექნოლოგიას ტესტავს, რათა შემდგომ ფიზიკური და ფინანსური დისტრიბუციის პროცესში გამოიყენოს. კომპანიის მიზანია გლობალურ მიწოდების ჯაჭვში უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაზრდა.

ავტომობილის მწარმოებელმა გასული წელს Proof-of-Concept-ი Blockchain სისტემის უზრუნველსაყოფად წარადგინა. წარმატებული ტესტირების შემდეგ, “აუდის” მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ პროექტის განახორციელება დაეწყო.

კვლევითი ჯგუფი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებს, როგორებიცაა ფინანსები, წარმოება, ლოჯისტიკა და პროგრამული უზრუნველყოფა ამჟამად, შეისწავლის საერთაშორისო ლოჯისტიკურ პროცესებს და დოკუმენტაციას, მათ შორის ფინანსურ ანგარიშსწორების შესახებ.

გარდა ამისა, გუნდი შეისწავლის Blockchain-ის სხვადასხვა გამოყენების შემთხვევებს, რათა გააუმჯობესოს მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოება და მიწოდების ქსელების ეფექტურობა.

“აუდის” ფინანსური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ დითმაიერმა Die Produktion-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Blockchain-ს აქვს პოტენციალი კომპანიებში სხვადასხვა საოპერაციო პრინციპები შეცვალოს და ახალ შესაძლებლობებს გზა მისცეს.

ალექსანდერ დითმაიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსალოდნელია “აუდიმ” უახლოეს მომავალში კლიენტებს კრიპტოვალუტით გადახდის სერვისი შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საავტომობილო კომპანია “Daimler AG”, რომელიც ცნობილია მერსედეს-ბენცითა და Smart brands-ი წარმოებით, ბარსელონაში, მსოფლიო კონგრესზე საკუთარი, Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტა “მობიკოინი” წარადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი