ProShares-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შედის

0
1085

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟაზე ვაჭრობის ფონდის ემიტენტმა ProShares-მა განაცხადა, რომ ბიტკოინის ETF-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ან NYSE-ზე ვაჭრობისთვის იქნება ხელმისაწდომი.

“BITI საშუალებას აძლევს ინვესტორებს მოხერხებულად მიიღონ ბიტკოინი ტრადიციულ საბროკერო ანგარიშზე ETF-ის შეძენის გზით.

BITI არის ფულის გამომუშავების ისეთი საშუალება, რა დროსაც ბიტკოინის ფასის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორები კრიპტოვალუტის ფასის კლების ხარჯზე იღებენ მოგებას”,- განაცხადა ProShares-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ საპირმა.

საინვესტიციო პროგრამის გაშვება ძირითადი კრიპტოვალუტების, მათ შორის ბიტკოინისა და ეთერიუმის ახალი სავაჭრო ციკლის ფონზე მოხდება.

შაბათს, ბიტკოინის ფასი 2020 წლის შემდეგ პირველად დაეცა 19,950 დოლარზე, მაგრამ შემდეგ 20,000 დოლარის დონეს დაუბრუნდა. ანალოგიური ვარდნა განიცადა ეთერიუმმაც, რა დროსაც ალტკოინის კურსი 1000 დოლარამდე დაეცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი