ბიტკოინის კურსი კვლავ 20,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობს

0
1012

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. კვირის ბოლოს ციფრული ვალუტის კურსი კვლავ 20.000 დოლარის დონეს ინარჩუნებს.

ბოლო რამდენიმე დღეა ბიტკოინის ფასი 19,800-სა და 20,800 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღეს ბიტკოინის კურსი 20,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 20.000 დოლარზე ქვემოთ აღმოჩნდეს.

გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 20,719 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 20,835 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 19,848 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 19,987 დოლარზე დაიხურა.

23 ივნისს დღის პირველი ნახევრის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსის ნიშნული 20,562 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა 1,48%-ით დაიკლო.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლება კი 5,74%-ის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ივნისს დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 391 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი