BitMEX-ის თანადამფუძნებელს 30-თვიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა

0
900

ბენჯამინ დელოს, კრიპტოვალუტის ბირჟის BitMEX-ის თანადამფუძნებელს, მიესაჯა 30 თვიანი პირობითი პატიმრობა საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის (BSA) დარღვევისთვის, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონს წარმოადგენს.

განაჩენი ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ გამოიტანა. ბრალდება ეხებოდა ბენჯამინ დელოს მიერ თებერვალში განცდილ წარუმატებლობას, რაც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამას უკავშირდებოდა.

პროკურორების განცხადების თანახმად, BitMEX-ის თანადამფუძნებელს პატიმრობა განისაზღვრებოდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით, ორწლინი პირობითი სასჯელითა და 6-თვიანი შინა პატიმრობით.

სავარაუდოდ დელოსათვის მისჯილი ეს ბრალი იქნება ბოლო. ეს არის იმ იმ სასჯელების ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და რომლის შემადგენელიც იყო არტურ ჰეისის დაპატიმრება, ასევე BitMEX-ის თანამშრომელი გრეგორი (გრეგ) დუიერი იქნა ზუსტად იგივე ბრალდებით დაპატიმრებული.

მოსამართლე ჯონ კოელტლმა ბენჯამინ დელოს ბრალდებას ძალიან სერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ BitMEX-ის მსგავსად არც ერთ კრიპტოვალუტის კომპანიას არ ეპატიება შეერთებული შტატების კანონების დარღვევა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი