Yahoo! Metaverse-ით დაინტერესდა

0
824

Yahoo! Metaverse-ში ერთვება.

მას შემდეგ, რაც Meta Platforms-მა Metaverse-თან დაკავშირებული საკუთარი გეგმები გაამჟღავნა ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე, Yahoo!-მ მეორე დღესვე განაცხადა საკუთარი Metaverse-ისა და NFT-სთან დაკავშირებული აქტივობების სერიის შესახებ.

Yahoo!-მ, შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ინტერნეტ მედია კომპანიამ, განაცხადა, რომ იგი უმასპინძლებს ვირტუალურ ღონისძიებებს და კონცერტებს ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებისთვის Decentraland Metaverse-ში.

Yahoo! Hong Kong-ის აუდიტორიის ხელმძღვანელის, ლორეინ ჩეუნგის თქმით, კომპანია ხედავს Metaverse-სს, როგორც მიმზიდველ ალტერნატივას ჰონგ- კონგის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც პანდემიის შემდგომ სოციალურ აქტივობებში ჩართვას ცდილობენ.

როგორც ცნობილია, 9 ივნისს, ქვეყნის მასშტაბით შემოღებულ იქნა მანდატი, რომელიც მოითხოვს, რომ უარყოფითი COVID-19 ტესტის პასუხების წარმოდგენა მოხდეს ყველა საჯარო ადგილას.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ Metaverse-ს ადამიანების დასაკავშირებლად დროისა და ფიზიკური მდებარეობის მიუხედავად”,- აღნიშნულია Yahoo!-ს განცხადებაში.

Yahoo-მ ასევე დააანონსა NFT გამოფენა სახელწოდებით The Abyss of Kwun Tong, სადაც ადგილობრივი მხატვრები ვირტუალურად აღადგენენ Kwun Tong-ის ისტორიულ უბანს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი