Capgemini: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 71%-ს კრიპტოვალუტაში ინვესტიცია განხორციელებული აქვთ

0
816

ახალი გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 71%-ს უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიცია ციფრულ ვალუტაში.

ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Capgemini-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 2022 წლის „მსოფლიო სიმდიდრის ანგარიში“. მან გამოიკითხა 2,973 რესპონდენტი, რომელთაგან 54% წამოადგენს ჯგუფს, რომელთა ქონებაც 1 მილიონი დოლარიდან 30 მილიონ დოლარამდე მერყეობს, ხოლო 46% – 30 მილიონ დოლარზე მეტი სიმდიდრის პატრონია.

გამოკითხვა ინტერესდებოდა ინვესტიციების პრეფერენციებით განვითარებადი აქტივების კლასებისთვის, როგორიცაა ციფრული ვალუტები, NFT-ი და Metaverse-თან დაკავშირებული პროდუქტები.

დაახლოებით ყოველი მეშვიდე მდიდარი ადამიანიდან, ვინც ინვესტირებას ახდენს ციფრულ ვალუტებში, ყველაზე მაღალი კონცენტრაცია იყო 40 წლამდე. ამ ასაკობრივი ჯგუფიდან უმრავლესობამ, ათიდან ცრამ, ინვესტიცია სწორედ კრიპტოვალუტაში განახორციელა.

ინვესტორებმა ისიც კი აღნიშნეს, რომ კრიპტოვალუტებში ინვესტიცია მათი საყვარელი საქმიანობაა. ჯგუფის წევრემა საინტერესო და სასურველ ინვეტიციად Metaverse-იც მოიხსენიეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი