ფასების ცვლილების ფონზე სოციალურ ქსელში ინვესტორები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

0
1432

ყოვედღიურად კრიპტო ბაზარს უამრავი ახალი ინვესტორი უერთდება. თუმცა ბოლო პერიოდში ბაზრის არასტაბილურობის გამო ინვესტორებს ბაზარზე ლავირება საკმაოდ უჭირთ.

აღნიშნული საკითხს კრიპტო საზოგადოება საკმაო გულისტკივილით უყურებს და ამასთან დაკავშირებით გამოსცეს სპეციალური რჩევები, რათა “ახალწვეულებს” გამოცდილება გაუზიარონ.

აღნიშნულ საკითხზე საუბარი Twitter-ზე მიმდინარეობდა, სადაც NFT კოლექციონერმა და ტრეიდერმა კრისიოსმა ხაზი გაუსვა ამ დროის განმავლობაში გადარჩენის არსებობის მნიშვნელობას. NFT კოლექციონერის თქმით, კრიპტო და NFT მომავალში განვითარდება.

თუმცა, კრისიოსს მიაჩნია, რომ ბევრი მიმდინარე პროექტი წარუმატებელია.

ამის გამო, ტრეიდერმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რისკის ტოლერანტობის საკითხი, რაშიც კრიპტო ინვესტიციის განხორციელებისას თანხის დაკარგვისათვის მზაობა მოიაზრება.

ეს უკანასკნელი კი კრიპტო ბაზრისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასპექტს – „პროგრესს“ უშლის ხელს. როდესაც განვითარებაზე უარს ფინანსების დაკარგვის შიშით ამბობ, კრიპტო ბაზარი ამას არ გპატიობს.

Twitter-ზე ამ საკითხს საინფორმაციო საიტის CoinGecko-ს თანადამფუძნებელი ბობი ონგიც გამოეხმაურა.

მან განაცხადა, რომ ახალი კრიპტო პროექტების პოვნა და მათი გამოცდა მისი საყვარელი საქმიანობაა და ყოველთვის მოხარულია თუ ახალი პროექტი წარმატებას აღწევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი