Nano Labs-ი Nasdaq-ზე მოვაჭრეების მოზიდვას აპირებს

0
832

კრიპტო ბაზრის საგრძნობლად შესუსტებული მდგომარეობის ფონზე, მაინინგ ჩიპების ჩინელმა მწარმოებელმა Nano Labs-მა პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) აშშ-ში გააკეთა, რათა 50 მილიონი დოლარი Nasdaq-ზე მოიზიდოს.

ამის შესახებ ინფორმაცია Renaissance Capital IPO-ს მონიტორინგის სამსახურმა მოიძია, რომელიც იუწყება, რომ Huangzhou-ში დაფუძნებულმა კრიპტო მაინინგ ჩიპების მწარმოებელმა შეიტანა განცხადება მარეგულირებელთან, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC), Nasdaq-ზე, მსოფლიოში სიდიდით მეორე აქციაზე, მომავალი საჯარო შეთავაზებისთვის.

ამერიკული სადეპოზიტო აქციების განაცხადი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში მარეგულირებელი სირთულეების ფონზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ჩინეთის ემიტენტების საზღვარგარეთული სახსრების მოზიდვის დეფიციტი.

2022 წელს ნიუ-იორკში მხოლოდ ორი IPO შედგა, რამაც 49.5 მილიონი დოლარი მოიზიდა.

ამ მხრივ, Nano Labs-ი ამბიციურად მიუდგა საკითხს, რადგან კომპანიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სიცოცხლისუნარიანი პროდუქცია აშშ-ს ბაზრის მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი