პანამის გზა კრიპტოვალუტის მიღებისკენ დაჩქარდა. Towerbank-მა, პანამური ფინანსური ინსტიტუტი 200-ზე მეტი თანამშრომლით და 40 წლიანი საბანკო გამოცდილებით, საკუთარი თავი ბიტკოინის მეგობრად დაასახელა.
ეს კი ნიშნავს, რომ ბანკში კრიპტო ანგარიშების გახსნა ნებადართულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გაბრიელ კამპამ, Towerbank-ის პროდუქტის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ კრიპტომომხმარებლებმა არ უნდა განიცადონ „ჩავარდნები“, რომლებსაც ჩვეულებრივ პანამის მოქალაქეები ექვემდებარებიან ბანკში კრიპტო აქტივობების განხორციელებისას.
კრისტობალ პერეირამ, Latam Blockchain Summit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და Towerbank-თან და Campa-სთან შეხვედრის მონაწილემ, სოციალირ ქსელში დაწერა, რომ „Towerbank-ი არის კრიპტო-მეგობრული“.
“ტვიტერზე” მან დაწერა, რომ კრიპტო ენთუზიასტებს შეუძლიათ ბანკში მოვიდნენ ანგარიშების გასახსნელად და ბირჟებიდან თანხა შიშის გარეშე გაანაღდონ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პანამის რესპუბლიკის პრეზიდეტმა კრიპტოვალუტის კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. მიზეზი კი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დამატებითი წესების არარსებობა არის.