Goldman Sachs-ი და Barclays-ი კრიპტო პლატფორმა Elwood-ის დაფინანსების რაუნდს შეუერთდნენ

0
1190

საბანკო გიგანტები Goldman Sachs-ი და გაერთიანებული სამეფოში დაარსებული Barclays-ი, 70 მილიონი დოლარად შეფასებულ, ინსტიტუციური კრიპტო სავაჭრო პლატფორმის A სერიის დაფინანსების რაუნდს შეუერთდნენ.

საუბარია Elwood Technologies-ზე, რომელიც მილიარდერმა ბრიტანელმა ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, ალან ჰოვარდმა დაარსა.

დაფინანსების აღნიშნულ რაუნდს კრიპტომეგობრული გერმანული ბანკი Commerzbank-ი შეუერთდა, ასევე კრიპტო-ინვესტიციების მენეჯერი Galaxy Digital-ი და Dawn Capital-ი.

განცხადების თანახმად, ფონდების მოზიდვის რაუნდმა კომპანია დაახლოებით 500 მილიონ დოლარი მოუტანა.

კრიპტო ბაზრების ბოლოდროინდელი დაცემის მიუხედავად, Elwood Technologies-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჰეჯ-ფონდები და ბანკები ისევ დაინტერესდებიან კრიპტოვალუტაში ინვესტირების განხორციელებით.

Elwood Technologies-ის დაფინანსების რაუნდი უკვე შეთანხმებული იყო და მიმდინარეობდა ფასების ბოლო ვარდნამდე.

Elwood Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს სტიკლენდმა, განაცხადა, რომ ფონდების მოზიდვა იყო კრიპტოვალუტის ხანგრძლივი და მყარი არსებობის კიდევ ერთი დადასტურება. ეს კი ფასების ვარდნის შანსს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამცირებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი