სათამაშო გიგანტმა Square Enix-მა, თავისი შემოსავლების პირველი კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ NFT-ის გამოიყენებს.
Square Enix (SE) არის იაპონური თამაშების დეველოპერი, რომელიც ბოლო მოგების ანგარიშის მიხედვით 3 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს.
კომპანია ფლობს Final Fantasy საკუთრებას და Tomb Raider-ის ფრენჩაიზსს, რომელიც 3 მაისს 300 მილიონ დოლარად გაიყიდა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპანიამ პილოტირება გაუწია NFT-ებს Shi-San-Sei Million Arthur თამაშზე.
საპილოტე პროგრამის წარმატება გამოიწვევს თამაშის NFT-ების მეორე სეზონს და საბოლოოდ კომპანია განაგრძობს უფრო ფართო საქმიანობას NFT და Blockchain ინდუსტრიებში.
Square Enix ასევე განაცხადა, რომ გეგმავს საზღვარგარეთული ერთეულის შექმნას, რომელიც გაუმკლავდება ტოკენების გაცემას, მართვას და ინვესტირებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია სათამშო ტოკენების გაფართოვებული ეკონომიკის შექმნას დაიწყებს.