უამრავი დეველოპერი დარჩა გაურკვევლობაში Terra-ს (LUNA) დაშლის შემდეგ. Terra-ზე დაფუძნებულმა იმ პროექტებმა, რომლებიც უკვე დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, შესაძლოა პროდუქცია სხვა ქსელებში გადაიტანონ.
Polygon Studios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან უაიტმა, “ტვიტერში” დაწერა, რომ Polygon-ი Terra-ს რამდენიმე პროექტზე მუშაობას, რათა მიგრაციაში დაეხმაროს.
რაიან უაიტის თქმით, Polygon-ის საზოგადოება მზადაა მიესალმოს Terra პროექტების შემქმნელებს და თემებს.
Polygon-ის დამფუძნებელმა Sandeep Nailwal-მა განაცხადა, რომ Polygon-ის proof-of-stake (PoS) ჯაჭვი შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი პროექტებისთვის. ამის დასადასტურებლად Nailwal-მა აღნიშნა, რომ zk-Rollups მალე PoS ქსელში იქნება ხელმსიაწვდომი.
Layer-1 blockchain-ის პროექტი Fantom-ი (FTM) ასევე ავრცელებს მხარდამჭერ წერილს Terra-ს საზოგადოების მიმართ და აცხადებს, რომ Fantom-ი მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ პროექტს ან დეველოპერს.
Fantom-ის გუნდმა ასევე დეტალურად აღწერა საგრანტო პროგრამა ინტეგრაციისა და მარკეტინგის დახმარების საკითხში.