ბრაზილიის საფონდო ბირჟა ბიტკოინის ფიუჩერსებს გამოუშვებს

0
1072

ბრაზილიიის საფონდო ბირჟამ, B3-მა, დაადასტურა, რომ ექვსი თვის განმავლობაში აპირებს თავისი პირველი ოფიციალური პროდუქტი გამოუშვას, რომელიც კრიპტოვალუტის ბაზარზე ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობაზე იქნება ორიენტირებული.

ამის შესახებ საფონდო ბირჟის ჯგუფის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ანდრე მილანესმა, განაცხადა.

მილანესს არ გაუმხელია მედიისათვის დამატებითი ინფორმაცია, თუ რა სტილის იქნება და როგორ იმუშავებს მათი პროდუქტი.

ჯერჯერობით უცნობია, ჩამოაყალიბებს თუ არა B3 პარტნიორობას ან შესთავაზებს თუ არა პირდაპირ ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობას.

”ჩვენ ვგეგმავთ ბიტკოინის ფიუჩერსების გამოშვებას მომდევნო სამიდან ექვს თვეში”,- განაცხადა ანდრე მილანესმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში არის 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი, რომელიც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (CVM) მიერაა დამტკიცებული.

შეგახსენებთ, რომ Gemini-ის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, ბრაზილიაში კრიპტოვალუტის შეძენის მაჩვენებელი გაზრდილი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი