Nubank-ი კრიპტო სექტორში ინტეგრირდება

0
1038

ბრაზიალიასა და მთლიანად ლათინურ ამერიკაში არსებულმა უდიდესმა ბანკმა Nubank-მა, განაცხადა, რომ Paxos-თან თანამშრომლობს, რათა ბანკის კლიენტებს საშუალება მისცეს იყიდონ, გაყიდონ და შეინახონ კრიპტოვალუტები პირდაპირ Nubank-ის მეშვეობით.

ახალი კრიპტოვალუტის ტრანზაქციის სერვისების გაშვებასთან ერთად, ბანკმა განაცხადა, რომ თავისი წმინდა აქტივების დაახლოებით 1%-ს გამოყოფს ბიტკოინზე Nu Holdings-ის მეშვეობით. ეს არის კომპანია, რომელიც აკონტროლებს Nubank Group-ს.

„ეს ნაბიჯი ამყარებს კომპანიის რწმენას ბიტკოინის ამჟამინდელ და სამომავლო პოტენციალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.

”ეჭვგარეშეა, რომ კრიპტოვალუტები მზარდი ტენდენციაა ლათინურ ამერიკაში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბაზარს და გვჯერა, რომ რეგიონში ტრანსფორმაციის პოტენციალი არსებობს”,- აღნიშნა Nubank-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ველესმა.

Nubank-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიპტოკომპანიასთან ინტეგრაცია ამ მიმართულებით მათი წვდომის გაფართოებასა და გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. კომპანიამ დაადასტურა, რომ სამომავლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმის გარდა სხვა ვალუტებსაც მიიღებს მიმოქცევაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი