კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
3236

ამ კვირაში კრიპტოვალუტის კურსის ვარდნას ანალიტიკოსები სოციალური მედია საშუალებების მიერ კრიპტოვალუტის რეკლამის აკრძალვას უკავშირებენ.

მომავალი კვირისთვის ანალიტიკოსების განწყობა არცთუ პოზიტიურია. თუმცა, ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ფასის დაღმასვლამ შესაძლოა, საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ანალიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 2015 წლის სექტემბრის თვის ვარდნა, როდესაც ბიტკოინი 230 დოლარზე დაეცა, ხოლო იმავე წლის დეკემბერში 500 დოლარამდე გაიზარდა.

ბიტკოინი

ბიტკოინი 7.600 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. წინა კვირას ექსპერტების მიერ პროგნოზირებული ფასის მომატება 8.800 დოლარის ნიშნულამდე არ გამართლდა.

ბიტკოინმა მცირე პერიოდით გამყარება 7.000 დოლარზე შეძლო.

მომდევნო რამდენიმე დღეში, შესაძლებელია ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო დაბლა დაეშვას. მოსალოდნელი კურსი 6.000 დოლარია, ხოლო მაქსიმალურად ფასის ვარდნის ნიშნული 5.450 დოლარი.

ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ფასის დასტაბილურებას დაახლოებით, ოთხი საათი მაინც და შემდეგ კრიპტოვალუტის 25% შეიძინონ.

მიუხედავად ფასის დაცემისა, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეს პროცესი თავიანთ სასარგებლოდ, ინვესტირებისთვის გამოიყენონ.

ამ კვირაში, ექსპერტების ბიტკოინის კურსის მოძრაობას 5.000-დან 6.000 დოლარის ფარგლებში ვარაუდობენ.

ეთერიუმი

ეთერიუმი კვლავ “ზეწოლის” ქვეშ იმყოფება. კრიპტოვალუტამ ბიტკოინის მსგავსად ვერ მოახერხა ფასის მომატება.

ამჟამად, ეთერიუმი 355-დან 385 დოლარის ზონაში მერყეობს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტის ფასი არ გაიზრდება და აღნიშნული პოზიციებიც არ შენარჩუნდება ეთერიუმის შემდეგი ნიშნული 275-სა და 300 დოლარს შორის იქნება.

ექსპერტები მოვაჭრეებს დაკვირვებას ურჩევენ მანამ სანამ, კრიპტოვალუტა გრძელვადიან პოზიციებს არ მოიპოვებს.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 29 მარტს 6 თებერვლის ნიშნული ქვემოთ 778 დოლარზე დაეცა. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა დაცემას განაგრძობს შემდეგი ნიშნული 558-სა და 600 დოლარს შორის არის მოსალოდნელი.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ იმ ფაქტსაც, რომ კრიპტოვალუტამ ფასის მომატება შეძლოს. მაგრამ, თუ ბიტკოინ Cash-ი კურსის აწევას ვერ მოახერხებს, მაშინ ექსპერტები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ დაელოდონ ციფრული ვალუტის ვარდნის შეწყვეტას, სანამ რაიმე ინვესტიციას განახორციელებენ.

რიპლი

ხუთშაბათს, რიპლი 0.52 დოლარის დონეზე დაეცა. წინა კვირას ექსპერტებს მოლოდინი ჰქონდათ 0.56 დოლარის ნიშნულზე, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

ამ კვირაში, ანალიტიკოსები ვარაუდოებენ, რომ რიპლი კიდევ უფრო დაეცემა და ეს 0.22 დოლარის დონე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ რიპლი კურსის მომატებას შეძლებს კრიპტოვალუტის სამიზნე 0.57 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ რიპლი მხოლოდ მაშინ იყიდონ, როდესაც დღეების განავლობაში მოახერხებს ფასის გამყარებას.

ლაიტკოინი

დანარჩენი კრიპტოვალუტების მსგავსად ამ კვირაში, ლაიტკოინიც არ აღმოჩნდა სახარბიელო მდგომარეობაში. ამჟამად, ლაიტკოინის ფასი 116 დოლარს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ფასის დაცემას განაგრძობს ლაიტკოინის კურსის შემდეგი ნიშნული 85 დოლარი იქნება.

ექსპერტები იმედოვნებენ ფასის მომატებას, მაგრამ ლაიტკოინის კურსი თუ დაღმავალი ხაზით წავიდა, მაშინ ანალიტიკოსები მოვაჭრეებს არანაირი ინვესტიციის განხორციელებას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი