Polygon-ი 2022 წელს ნახშირბადის ნეიტრალიზაციის ვალდებულებას იღებს

0
860

Polygon-ის Blockchain ქსელმა, თავისი წლიურ ნახშირბადის ემისიის მანიფესტი გამოაქვეყნა სახელოდებით, „მწვანე მანიფესტი: ჭკვიანი კონტრაქტი პლანეტა დედამიწასთან“.

მათ ასევე 20 მილიონი დოლარის დახაჯრვის პირობა დადეს, რომელიც კლიმატური პირობების გამოსწორებას მოხმარდება. Polygon-ის წარმომადგენლები ასევე ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაცებს, რომლებიც კლიმატის თემის გარშემო არიან გაერთიანებულები დაეხმარონ საქველმოქდო ღონისძიებების წარმართვასა და დონაციების მოზიდვაში.

კომპანიის განცხადებით, ნებისმიერი კრიპტო ოპერაცია, რომელიც მათი პლატფორმის გავლით იწარმოებს, აღირიცხება, დამუშავდება და შესაბამისად იქნება ანაზღაურებული კლიმატის და გარემოს დაცვის სასარგებლოდ.

Polygon-ი თანამშრომლობს KlimaDAO-სთან დეველოპერთა ორგანიზაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს ქსელში ნახშირბადის ოფსეტური ტექნოლოგიის არსებობას და გამართულად მუშაობას.

ყოველი ახალი პარტნიორობა Polygon-ისთვის გარემოს დაცვითი საკითხების მკაცრი კონტროლის ქვეშაა.

Sequoia-ს ხელმძღვანელობით Polygon-მა დაფინანასების რაუნდში 450 მილიონი დოლარი შეაგროვა, რათა თავისი მასშტაბური გადაწყვეტილებები გაფართოვოს, რომელიც Polygon PoS-ს, Polygon Edge-ს და Polygon Avail-ს მოიცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი