Cronos-ი Chainalysis-თან პარტნიორობას იწყებს

0
1243

კომპანია Cronos-ი Chainalysis-თან თანამშრომლობს, რათა რეალურ დროში ტრანზაქციის მონიტორინგის ინსტრუმენტები Cronos (CRO) ტოკენისთვის და ყველა სხვა CRC-20 ტოკენისთვის ჩართოს, რომელიც მის ქსელში მუშაობს.

ახალი შესაბამისობის ინტეგრაცია მიზნად ისახავს კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის თვალყურის დევნას.

ეს უკანასკნელი კი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ბევრად დიდი მოცულობის ტრანზაქციებისა და რისკების შეფასების შესახებ დროულად მიიღონ ინფორმაცია.

უფრო ზუსტად, ეს ახალი პარტნიორობა ინსტიტუტებს და ბირჟებს საშუალებას მისცემს ფოკუსირდნენ ყველაზე გადაუდებელ საკითხებსა და სათანადო რეაგირება მოახდინონ საეჭვო აქტივობებზე.

ინტეგრაცია კიდევ ერთი ეტაპია Cronos-ის Blockchain-სა და Cronos-ზე განლაგებული ციფრული ვალუტების შემუშავებისა და ინსტიტუციური მიღების პროცესში.

“აპლიკაციის შემქმნელებს და სერვისის პროვაიდერებს, მოწინავე ინსტრუმენტებსა და სერვისებზე ექნებათ წვდომა. ამისათვის კი Chainalysis-ის მონაცემთა პლატფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”,- განაცხადა Cronos-ის მმართველმა დირექტორმა, კენ ტიმსიტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი