კრიპტოვალუტის სესხების გამცემმა მსხვილმა კომპანია Nexo-მ ოფიციალურად გამოუშვა კრიპტო მხარდაჭერით Mastercard ბარათი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაიხადონ სერვისები ისეთი ციფრული ვალუტით, როგორიცაა ბიტკოინი.
Nexo Mastercard-თან და Peer-to-peer გადახდის სტარტაპთან DiPocket-თან თანამშრომლობს, რათა გამოუშვას Nexo Card-ი, კრიპტო ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს კრიპტო გირაოს სახით გამოიყენონ.
ბარათი დაკავშირებულია Nexo-ს მიერ მოწოდებულ კრიპტოვალუტით მხარდაჭერილ საკრედიტო ხაზთან, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მრავალი აქტივი გირაოს სახით გამოიყენოს, მათ შორის ბიტკოინი, ეთერიუმი და Tether-ი.
„Nexo Card ფუნქციონირებს Nexo-ს კრიპტო მხარდაჭერილი საკრედიტო ხაზებით, რაც ნიშნავს, რომ თქვენი შესყიდვებისთვის თანხები მოდის თქვენი ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზიდან, ხოლო თქვენი ციფრული ვალუტების პორტფელი ხელუხლებელი რჩება”,- განაცხადა Nexo-ს წარმომადგენელმა.
ეს გარიგება Nexo Card-ს საშუალებას მისცემს სიაში დაამატოს მსოფლიო მასშტაბით ყველა ობიექტი, რომელიც Mastercard-ით სარგებლობს, რაც დაახლოებით 92 მილიონი საავაჭრო ობიექტს ნიშნავს.