ბრაზილიური მედიის ცნობით, ქვეყნის კრიპტოვალუტის ბაზრის მარეგულირებელი კანონპროექტი, სავარაუდოდ, ეროვნული კონგრესის მიერ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დამტკიცდება.
კანონმდებლობა 2015 წლიდან განიხილება დეპუტატთა პალატაში. სენატმა ის კიდევ ერთ ციფრულ ვალუტაზე ორიენტირებულ კანონპროექტს დაურთო, რომელიც სენატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.
ორი კანონმდებელი, სენატორი ირაჯა აბრეუ და მოადგილე აურეო რიბეირო კანონპროექტის ერთიან ტექსტს ამზადებს, რომელიც სენატს სრული კენჭისყრის დრო გადაეგზავნება.
„ყველაფერს ვაკეთებ პალატის მომხსენებელთან ერთად, რომელმაც ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. ცენტრალური ბანკის ტექნიკური გუნდი ასევე ძალიან დამეხმარა.“ – განაცხადა სენატორმა ირაჯამ.
მიუხედავად მოსალოდნელი საკნონმდებლო დამტკიცებებისა, აღნიშნული კანონი ბრაზილიაში ბიტკოინს ოფიციალური გადახდის საშუალებად არ აქცევს.
შემოთავაზებული კანონი ბრაზილიის პრეზიდენტს ფედერალური ერთეულის განსაზღვრის უფლებას მისცემს. ეს ფედერალური ერთეულები აიღებენ პასუხისმგებლობას კრიპოვალუტის მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე.