ევროკავშირი რუსეთისთვის მაღალი ღირებულების კრიპტო სერვისების მიწოდებას კრძალავს

0
1009

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს გარკვეულ კრიპტო სერვისებზე წვდომა შეუწყვიტა. ეს არის კიდევ ერთი სანქცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და წარმოებული ომის გამო.

ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ აღმოფხვრავს პროტენციურ ხარვეზებს, რომელიც რუსული კომპანიებსა და კერძო პირების მხრიდან, სანქციების თავიდან აცილების მიზნით, კრიპტოს გამოყენებას უკავშირდება. დღეიდან მათ მაღალი ღირებულების კრიპტოვალუტების სერვისების მიწოდება შეეზღუდათ.

ეს იყო სამი ფინანსური ღონისძიებიდან ერთ-ერთი დაგეგმილი ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკომისიამ განახორციელა. სანქციები ასევე მიაზრებს ტრანზაქციების აკრძალვასას, ოთხ რუსულ ბანკთან დაკავშირებული აქტივების გაყინვისა და რუსი ოლიგარქებისთვის ევროპაში ქონების ჩამორთმევას.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ 130 მილიარდი დოლარის კრიპტო აქტივები აქვთ ქვეყანაში. თუმცა მიმდინარე მსოფლიო სანქციების ფონზე გაუგებარია როგორ შეიძლება გამოიყენონ აღნიშული კრიპტოვალუტის ოდენობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი