დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტო კომპანიებისგან რეგისტრაციის გავლას ითხოვს

0
986

ცნობილი გახდა, რომ იმ 12 კომპანიის რაოდენობა, რომელთაც გაერთიანებული სამეფოს რეზიდენტებისათვის კრიპტო სერვისების შეთავაზების უფლება აქვთ ფინანსური ქცევის ორგანოს მიერ ხუთამე იქნა შემცირებული.

გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა დაასახელა ხუთი კომპანია, ესენია: CEX.IO, Revolut-ი, Copper-ი, Globalblock-ი და Moneybrain-ი.

ამ კომპანიებისაგან განსხვავებით კრიპტო სივრცეში მოქმედ სხვა კომპანიებს თავიდან მოუწევთ რეგისტრაციის ხაგრძლივი პროცედურის გავლა.

FCA-მ ჯერ კიდევ 30 მარტს განაცხადა, რომ რეგისტრაცია მინიჭებულ კრიპტო კომპანიების გარკვეულ რაოდენობას დროებით გაუხანგრძლივებდა უფლებებს, რათა ქვეყანაში არსებულ კრიპტო ბაზარს არ შეეფერხებინა განვითარება.

როგორც ვიცით, კომპანიები რომელებსაც სურთ გაერთიანებულ სამეფოში კრიპტო სერვისებით ვაჭრობა, უნდა დარეგისტრირდნენ FCA-ში, ან მიენიჭოთ დროებითი რეგისტრაცია. ამ უკანასკნელის ვადა კი კანონით 2022 წლის მარტამდე იყო განსაზღვრული. აღნიშნული აქტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციას ეხება.

FCA-ს სტრატეგიის მიხედვით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს, რათა კრიპტო მარგულირებელი მიდგომა გააუმჯობესოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი