იაპონიის ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი G7 ქვეყნებს მოუწოდებს, რომ საერთო კრიპტო რეგულაციები მიიღონ.
იაპონიის ბანკის (BOJ) მაღალჩინოსანმა G7-ის ქვეყნებს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტების რეგულირების საერთო სისტემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიქმნას.
G7-ის პოლიტიკური ფორუმი მოიცავს კანადას, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიას, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს.
აღნიშნული განცხადება, რასაკვირველია, რუსეთის მიერ უკრაინიაში წარმოებული ომის საპასუხოდ კეთდება, რათა რუსეთის მხრიდან კრიპტოვალუტის გამოყენება სანქციების თავიდან აცილების მიზნით გამოირიცხოს.
BOJ-ის გადახდის სისტემების განყოფილების ხელმძღვანელმა, კაზუშიგე კამიამამ Reuters-ს განუცხადა, რომ სტაბილკოინების გამოყენება ძალიან აადვილებს გლობალური ანგარიშსწორების სისტემის შექმნას, რაც თავის მხრივ, გაუადვილებს სახელმწიფოებს თავი აარიდონ უფრო ტრადიციულ და რეგულირებულ გადახდის სისტემებს.
კაზუშიგე კამიამამ დასძინა, რომ G7-ის ქვეყნებმა ეფექტური კოორდინირება უნდა მოახდინონ კრიპტოვალუტების რეგულირებისთვის, რადგან მიმდინარე რეგულაციები სრულად არ ითვალისწინებს მათ მზარდ მიღებასა და გავრცელებას.