იაპონური კრიპტოვალუტის ბირჟები უცხოურ კრიპტო სავაჭრო პლატფორმებთან მიმართებით კონკურენციას ზრდიან, რასაც ახალი კრიპტოვალუტების ჩამონათვალის პროცესის გამარტივების დაგეგმვით ცდილობენ.
იაპონიის ციფრული ვალუტის ვაჭრობის ასოციაცია (JVCEA) 31 ადგილობრივ კრიპტო ბირჟის თვითრეგულირების ორგანოსთან ერთად მარტის ბოლოსათვის ფართოდ მიღებული 18 კრიპტოვალუტის გამოქვეყნებას გეგმავს.
შედგენილი სია მიზნად ისახავს, რომ იაპონურ კრიპტოვალუტის ბირჟებს თავიდან აარიდოს JVCEA-ს მიერ ჩასატარებელი სავალდებულო შემოწმება.
არსებული ინფორმაციით “მწვანე სიაში” წარმოდგენილი იქნება იაპონიაში სავაჭროდ ყველაზე მიღებული კრიპტოვალუტები, მათ შორის არის:
ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ლაიტკოინი.
იმ შემთხვევაში, თუ სიაში მოხვედრილი კრიპტოვალუტით ბირჟა მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ვაჭრობს პროდუქცია შემოწმების გარეშეც შეუძლია სხვა განათავსოს.
JVCEA-ს ინიციატივა კრიპტო ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად, რაც ავტომატურად აისახება რეგულირებული კრიპტოვალუტით მიღებულ შემოსავალზეც.