კრიპტოვალუტის კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა, რადგან ბაზარი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას დადებითად გამოეხმაურა.
ბრძანება აშშ-ს ფედერალურ სააგენტოებს ციფრული ვალუტების მარეგულირებელი სისტემის შექმნას ავალდებულებს. ასევე მომავალი ციფრული დოლარის შესწავლასაც.
მაგალითად, Coinbase-ის აქციებმა 10,5%-იანი, ხოლო მაიკლ სეილორის მიერ დაარსებულმა ბირჟა MicroStrategy-მ 6,4%-იანი ზრდა აჩვენა.
Blockchain-თან დაკავშირებულმა სავაჭრო ფონდებმა ამ სიახლით ასევე ისარგებლეს. ProShares Bitcoin Strategy ETF-მ მოიპოვა 10%, ხოლო Valkyrie Bitcoin Strategy ETF-მ – 10.3%.
ამ მოკლე პერიოდში დიდი სარგებელი მიიღეს კრიპტოვალუტის მაინინგ კომპანიებმაც. მათ შორის ყველაზე დიდი მოგება Riot Blockchain Inc-მა ნახა, რომლის აქციებით 11.2%-ით გიზარდა.
შემდეგ Marathon Digital Holdings Inc.-მა, რომელის აქციების ფასმაც 13.5%-ით აიწია.
Jefferies-ის ანალიტიკოსმა ჯონათან პეტერსონმა, აღადგინა მისი შესყიდვის რეიტინგი Marathon Digital Holdings Inc.-ისთვის.
კლიენტებისათვის მიწერილ წერილში კი იტყობინებოდა, რომ ახლა შესანიშნავი დროა მოგებაზე გასასვლელად.