MUFG -ი სტაბილკოინის შექმნას გეგმავს

0
911

იაპონიის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი, Mitsubishi UFJ Financial Group-ი (MUFG) მუშაობს იმისთვის, რომ სტაბილკოინის განვითარებაში ლიდერი გახდეს. ამისათვის კი აპირებს საკუთარი პროექტის წამოწყებას.

პროექტის ფარგლებში, იაპონური ფინანსური გიგანტი იაპონურ იენზე დაფუძნებულ სტაბილკოინის დანერგვას გეგმავს.

MUFG-მა, ცოტა ხნის წინ, თავისი პლატფორმა წარმოადგინა, სახელწოდებით „Progmat Coin-ი“, რომელიც Blockchain-ზე დაფუძნებული სტაბილკოინების გამოშვებისა და მართვის სისტემას წარმოადგენს. ის დაკავშირებულია იაპონურ იენთან 1:1 თანაფარდობით.

პლატფორმა მიზნად ისახავს უნივერსალური ციფრული ვალუტებით გადახდის მეთოდის ჩართვას, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთანამშრომლობას სხვა კრიპტოვალუტების ფართო სპექტრთან.

განცხადების თანახმად, Progmat Coin-ის პროექტი MUFG-ის ST Research Consortium-ის მიერ არის დაფუძნებული 2019 წელს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, მიმდინარეობს რებრენდინგი, რომლის მიზანიც უფრო ფართო მასშტაბიანი სამუშაოების წარმართვა და სხვა სექტორებში გაფართოვებაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი