ამერიკულმა საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა სალვადორის რეიტინგი B-დან CCC-მდე შეამცირა.
ამის მიზეზად კი პოლიტიკის არაპროგნოზირებადობა და ბიტკოინის კანონიერი გადახდის საშუალებად მიღება დასახელდა. ამასთანავე, სტატისტიკური რეიტინგის ორგანიზაციამ განმარტა, რომ სალვადორის საგარეო ვალი ქვეყანას ხელს უშლის უკეთესი სარეიტინგო ქულების მიღებაში.
სალვადორის გაზრდილი მოკლევადიანი დავალიანება Fitch-ის მიერ აღიქმება მთავრობის მხრიდან გადახდის უუნარობად. აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში თითქმის 1,3 მილიარდი დოლარის დავალიანების გამო Fitch-ი აღნიშნავს, რომ სწორი ეკონომიკური კურსიდან გადახვევის რისკები იმატებს.
Fitch-ი აღნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც ბიტკოინს კანონიერი გადახდის საშუალებად იყენებს, ხელს უშლის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სავალუტო ფონდებს პოტენციური პროგრამული შეთავაზებების გასაკეთებლად. ეს უკანასკნელი კი საჭიროა 2022-23 წლების ბიუჯეტის დასაფინანსებლად.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სალვადორს ბიტკოინისთვის ლეგალური სტატუსის მოხსნა ურჩია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ გადახდებს აქვს პოტენციალი გაზარდოს ფინანსური ინკლუზია ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში, საჭიროა ბიტკოინის ლეგალური გადახდის სახით გამოყენება შეიცავდეს ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსურ მთლიანობასა და მომხმარებელთა დაცვას.