კენიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შესახებ საზოგადოებას აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს

0
896

კენიის ცენტრალურმა ბანკმა (CBK) გამოაქვეყნა განცხადება სტაბილკოინის (CBDC) შესახებ, რომელიც CBDC-ის დანერგვის პოტენციურ სარგებელსა და რისკებს ეხება.

განცხადებაში, CBK-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ CBDC-ის გამოყენებამ შესაძლოა, ტრანსსასაზღვრო გადახდები გააუმჯობესოს. გახადოს ისინი უფრო ეფექტური და ნაკლებად ძვირი.

კენიელებს ვადა 20 მაისამდე აქვთ, რათა აღნიშნული განცხადების შესახებ კომენტარები გააკეთონ. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის ნიგერიაში.

ამ შემთვევაში CBK კენიელების კომენტარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 100 დღის განმავლობაში დაელოდება. აღსანიშნავია, რომ აზრის გამოთქმა ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ კენიაში ციფრული ვალუტის მომსახურების გადასახადი 2021 წლიდან ძალაში შევიდა. რეგულაცია არის ქვეყნის 2020 წლის განახლებული ფინანსური აქტის ნაწილი, რომელიც სხვა სექტორებს შორის ციფრული მომსახურების ბაზარზეცაა ორიენტირებული.

მიღებული საგადასახადო რეჟიმის დებულებების საფუძველზე, ელექტრონული ბაზრის გარიგებებმა კრიპტოვალუტის გადახდების ჩათვლით 1,5% შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი