Binance-ი კრიპტოვალუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ინვესტიციას განახორციელებს

0
998

Binance 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას Forbes-ში ახორციელებს, რათა მომხმარებლების ცოდნა ბიტკოინის შესახებ გაზარდოს.

Binance-ი, ვაჭრობის მოცულობით, მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, 104-წლის ისტორიის მქონე ჟურნალ Forbes-ში სტრატეგიულ ინვესტიციას ახორციელებს, რათა მომხმარებლებისათვის კრიპტოვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიღება გაზარდოს.

Forbes-მა და Magnum Opus Acquisition Limited-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ Binance-ისგან 200 მილიონი აშშ დოლარის სტრატეგიულ ინვესტიციას უზრუნველყოფენ.

Magnum Opus-თან თანამშრომლობის შესახებ Forbes-ის წარმომადგენლები ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ.

„თუ Binance-ი კერძო ინვესტიციის არსებულ ვალდებულებებს შეასრულებს, ინვესტირების მოცულობა 400 მილიონი დოლარი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარიგების ფარგლებში, Binance-ის კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი, პატრიკ ჰილმანი და Binance Labs-ის ხელმძღვანელი ბილ ჩინი Forbes-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდნენ.

Forbes-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ფედერლის თქმით, Binance-ის ინვესტიცია კომპანიას დაეხმარება მიიღოს გამოცდილება და რესურსები მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟისგან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი