კანადელმა დეპუტატმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კანონპროექტი თემთა პალატას წარუდგინა

0
946

მიშელ რემპელ გარნერმა, კანადის თემთა პალატის წევრმა, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობას სთავაზობს, კრიპტოვალუტის სექტორის ზრდის წახალისების მიზნით შექმნას მარეგულირებელი სისტემა.

შეთავაზება უშუალოდ კანადის ფინანსთა მინისტრისათვის იყო განკუთვნილი. ამ თანამდებობას კი კრისტია ფრილანდი იკავებს.

ფინანსთა მინისტრი, რომელიც ლიბერალური პარტიის წევრია, საკონსულტაციო ჯგუფთან აპირებს შეხვედრას, რომელიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ექსპერტებისაგან იქნება დაკომპლექტებული.

კანონპროექტი, სახელწოდებით „კრიპტოავალუტების სექტორის ზრდის წახალისება“, ასევე მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრმა, აღნიშნულის შესახებ მოამზადოს მოხსენება და კანონის მიღებიდან სამი წლის მანძილზე თვალი მიადევნოს მის მოქმედებაში მოყვანას.

„კანადისთვის ციფრულ ვალუტებს აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალი. სისტემა სხვა საკითხებთან ერთად, ფოკუსირებული უნდა იყოს კრიპტოვალუტებისთვის ბარიერების შემცირებაზე, სექტორში მომუშავე ადამიანების დაცვასა და ადმინისტრაციული ზედნადებების მინიმუმამდე შემცირებაზე”,- აღნიშნა მიშელ რემპელ გარნერმა.

კანადაში ახალი კანონის მიღება საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. ნებისმიერმა ახალმა კანონმა უნდა გაიაროს სამი მოსმენა თემთა პალატაში, შემდეგ სენატში და ბოლოს მასზე ხელი გენერალ-გუბერნატორმა უნდა მოაწეროს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი