18 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1034

პარასკევს, 18 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი საგრძნობლად შემცირდა.

მთელი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 40,000-სა და 40,900 დოლარს შორის მოძრაობდა. ფასის კლების დროს კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 39,637 დოლარზე დაფიქსირდა.

დღეს ბიტკოინზე ვაჭრობა 40,552 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 40,929 დოლარს შეადგენდა.

კრიპტოვალუტის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 39,637 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინზე ვაჭრობა კი 40,030 დოლარზე დაიხურა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასმაც დაიკლო. ალტკოინის ფასი 2,700-დან 2,900 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება ყველაზე შთამბეჭდავი 12 თებერვალს იყო, რა დროსაც ფასი 2,980 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 843 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი