Bitso კოლუმბიაში ოპერირებას იწყებს

0
933

ლათინური ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, Bitso-მ კოლუმბიაში კომპანიის ოფისის გახსნის შესახებ განაცხადა.

Bitso-ს განვითარების სტრატეგიის მენეჯმენტირებისათვის ბირჟამ Mastercard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ემილიო პარდო დაიქირავა, რომელიც ახალ ფილიალს უხელმძღვანელებს.

ემილო პარდო არის Mastercard-ის ანდების რეგიონის ბიზნესის განვითარების ყოფილი ხელმძღვანელი. პარდო განვითარების მხრივ ყურადღებას ამახვილებდა FinTech-ის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მყისიერი ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები.

ემილო პარდო ახლა Bitso-ს სტრატეგიის შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი მიზანია გაზარდოს კრიპტოვალუტის მიღება. ახალი ხელმძღვანელის მოვალება ასევე Bitso-ს ერთ-ერთ ისეთ სტრატეგიაზე ყურადღების გამახვილებაც იქნება, როგორიცაა განათლება და უსაფრთხოება.

პარდოს თქმით, ლათინური ამერიკა ახლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის კრიპტოვალუტების მიღების საქმეში და გამონაკლისი არც კოლუმბიაა.

“მნიშვნელოვანია, რომ ციფრული ვალუტის მზარდი მიღება არამხოლოდ სარგებელს მოუტანს კოლუმბიის ფინანსურ ეკოსისტემას, არამედ დაეხმარება მომხმარებლებისა და კოლუმბიის მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას”,- განაცხადა ემილო პარდომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი