YouTube-ი NFT-ში პოტენციალს ხედავს

0
1308

YouTube-ი თავის პლატფორმაზე NFT-ს ინტეგრაციას განიხილავს. ამის შესახებ პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიუზან ვოიციცკამ განაცხადა.

მან რამდენიმე კვირის წინაც აღნიშნა, რომ პლატფორმას შეუძლია Web3-ისა და NFT-ის გამოყენება.

NFT-ის პლატფორმაზე ჩართვით ფანებთან ურთიერთობა უფრო გამარტივდება.

YouTube-ის პროდუქციის მთავარმა ოფიცერმა, ნილ მოჰანმა ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების გრძელი სია გამოაქვეყნა, რომელთა შემუშავებასაც კომპანია 2022 წელს გეგმავს. სიაში მოხვდა Web3 ტექნოლოგია, Blockchain-ი, NFT და Metaverse-ი.

ნილ მოჰანმა განაცხადა, რომ YouTube-ი აქტიურად ეძებს ახალ გზებს დამატებითი მხარდაჭერისა და ვარიანტების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ გაერო NFT-ის სტანდარტების შექმნაზე მუშაობას იწყებს. გაეროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტომ, სატელეკომუნიკაციო საერთაშორისო კავშირმა (ITU) დაამტკიცა პროექტი, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი