ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის ფონდების შექმნას შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს

0
898

ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საცალო კრიპტო ინვესტორებისათვის საინვესტიციო ფონდების დამტკიცება მათი მხრიდან ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათ მაღალი რისკის მქონე აქტვების კლასში ნავიგაციისათვის საჭირო ცოდნა არ გააჩნიათ.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის რისკის შემფასებელმა ორგანომ განაცხადა: “კრიპტო ინვესტიცია მაღალი რისკის შემცველია, რომლის გაგებაც რთულია და ინვესტორების დაცვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს”.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ალტერნატიული საინვესტიციო ფონდების (AIF) შესახებ, რომელიც კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული, ბანკმა უამრავი შეკითხვა დასვა, ახლა მის დამტკიცებასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვია გაჩენილი.

ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი ინვესტიციები პროფესიონალი ინვესტორებისთვის შესაძლოა, ხელსაყრელია, მაგრამ ძალიან რთულია დამწყები ინვესტორებისათვის.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცენტრალური ბანკი საინტვესტიციო ფონდებს მხარს დაუჭერს, რადგან ციფრულ ვალუტაში ინვესტირება რისკებთან არის დაკავშირებული”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მეხუთე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დირექტივა ირლანდიის კანონმდებლობაში 2021 წლის 23 აპრილს შევიდა. დირექტივა სისხლის სამართლის დანაშაულის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონკრეტული წესების დაცვას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი