JPMorgan-ი: ბიტკოინის „სამართლიანი ღირებულება” 38,000 დოლარს შეადგენს

0
956

თებერვლის დასაწყისიდან, ბიტკოინის ფასის ზრდის ფონზე, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის “სამართლიანი ღირებულება” რეალურად უფრო დაბალია, ვიდრე ბოლოს დაფიქსირებული ფასი.

“ბიტკოინისთვის ამჟამინდელი “სამართლიანი ღირებულების” დონე დაახლოებით 38,000 დოლარი არის”,- განაცხადეს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა.

JPMorgan-ის კრიპტო ბაზრის ანალიტიკოსის, ნიკოლაოს პანიგირთზოგლოუს ხელმძღვანელობით, სტრატეგებმა ბიტკოინის „სამართლიანი ღირებულება“ შეაფასეს, რომელიც თითქმის ოთხჯერ უფრო არასტაბილურია, ვიდრე ოქრო.

ბიტკოინის „სამართლიანი ღირებულება“ 50,000 დოლარამდე გაიზრდება იმ დროს, როდესაც ცვალებადობის დონე სამჯერ შემცირდება.

„ბიტკოინის ყველაზე დიდი გამოწვევა არის მისი ცვალებადობა, რომელიც შემდგომ ინსტიტუციურ მიღებას ხელს უშლის”,- განაცხადეს კომპანიის ანალიტიკოსებმა.

ბიტკოინის დღევანდელი ფასი 43,500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს კი დაახლოებით 12%-ზე მეტია, ვიდრე JPMorgan-ის მიერ შემოთავაზებული „სამართლიანი ღირებულება“.

მიუხედავად იმისა, რომ JPMorgan-ის ანალიტიკოსები, ბიტკოინის ამჟამინდელი „სამართლიანი ღირებულებით“ ფასს ამცირებენ, ისინი აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტის კურსს დღეში 100,000 დოლარამდე შეუძლია გაზრდა.

ნიკოლაოს პანიგირთზოგლოუს განცხადების თანახმად, ბიტკოინის გრძელვადიანი სამიზნე ფასი 150,000 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი