Google Cloud-მა მაინინგის მავნე პროგრამების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა შეიმუშავა

0
1017

Google Cloud-ს მომხმარებლებისთვის, რომლებიც კრიპტოვალუტის მაინინგის შეტევების რისკის ქვეშ არიან, სიახლე აქვს.

უსაფრთხოების ცენტრის გუნდმა შექმნა საფრთხის აღმოჩენის სერვისი, რათა „ცუდად კონფიგურირებული“ ანგარიშები დაიცვას, რომლებსაც თავდამსხმელები კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად იყენებენ.

Google Cloud-ის უსაფრთხოების ცენტრის ჯგუფის მიერ საფრთხის გამოვლენის (VMTD) პროგრამის გამოშვების შესახებ გახდა ცნობილი. VMTD-ი წარმატებით ამოიცნობს საფრთხეებს, მათ შორის კრიპტო-მაინინგის მავნე პროგრამებსაც.

კრიპტო-მაინინგის მავნე პროგრამების შეტევები საკმაოდ გახშირდა.

გასულ წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გამოაშკარავებული 50 ინციდენტიდან, რა დროსაც Google Cloud-ის გატეხვა მოხდა, 86% კრიპტო მაინინგთან იყო დაკავშირებული.

ჯერ კიდევ შარშან თურქული მედია იუწყებოდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები Dogecoin-ის მაინინგის თაღლითობის საქმეს იძიებდნენ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ სქემის ეჭვმიტანილი ონლაინ ოპერატორი “Turgut V” გამოავლინა.

პოლიცია მიიჩნევდა, რომ “Turgut V”-მ და მისმა 11-მა თანამოაზრემ 350 მილიონამდე Dogecoin-ის მოპოვება მოახერხეს მანამ, სანამ გაუჩინარდებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავარმა ეჭვმიტანილმა ინვესტიციის განხორციელება თურქეთის 1,500 მოქალაქისგან ითხოვა, რაც Dogecoin–ის მოპოვების ოპერაციას აადვილებდა.

თაღლითები კი ინვესტორებს 100%-იან ანაზღაურებას 40 დღეში ჰპირდებოდნენ.

არაკანონიერი ოპერაცია შეუფერხებლად მიმდინარეობდა პირველი სამი თვის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები ანაზღაურებას დაპირებისამებრ იღებდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სქემის მთლიანმა ღირებულებამ 350 მილიონ Dogecoin-ს მიაღწია, მეოთხე თვეში თაღლითებმა ფული მიითვისეს და ონლაინ სივრციდან გაუჩინარდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი