Tether-ი პოზიციას USDC-ის სასარგებლოდ თმობს

0
923

სტაბილკოინის ლანდშაფტი მუდმივად ცვალებადი დინამიკის არის. თუმცა ერთი ტენდენცია ბოლო დროს აშკარა გახდა. უფრო კონკრეტულად ის, რომ Tether-ის დომინირება მცირდება.

ციფრული ვალუტა დიდი დროის განმავლობაში იყო ბაზრის ლიდერი, მაგრამ, ცოტა ხნის წინ, USDC-ი წამოეწია.

USDC-ი Tether-ის მთავარი კონკურენტი იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. Circle-მა კი ახლახანს 50 მილიარდს USDC-ს მიმოქცევაში მიაღწია.

აღნიშნულ სტატისტიკაზე CoinGecko-ს თანადამფუძნებლმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერემი ელერმა ისაუბრა.

ელერის თქმით, ეს არის მასიური ზრდა, რომელიც უფრო მასშტაბური ეკოსისტემის ნაწილია. მან დასძინა, რომ USDC-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში 10,000%-იანი ზრდა განიცადა.

ამჟამად, სტაბილკოინის ჯამური მიწოდება 177 მილიარდი დოლარია, რაც კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის დაახლოებით 9.7%-ს შეადგენს.

Tether-ი ბაზრის ამ ჯამური მიწოდების 45%-ს მოიცავს, მაშინ როდესაც USDC-ი 29%-იან წილს იკავებს. ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ამ ორ სტაბილკოინს ერთმანეთთან ძალიან აახლოვებს, მაგრამ შარშან ამ დროს მათ შორის 74%-იანი სხვაობა იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი