თურქეთში ციფრული ვალუტის სექტორი განვითარებას აგრძელებს

0
1033

“Blockchain ტექნოლოგია კრიპტოვალუტის გარეშე მხოლოდ მონაცემთა ბაზაა”,- აცხადებს სამართლის ექსპერტი.

თურქული სამართლის ექსპერტმა, ელჩინ კარატაიმ მედიას განუცხადა, რომ Blockchain-ი კრიპტოვალუტისგან არ შეიძლება განცალკევდეს, რადგან ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის “დაშორება” საინვესტიციოდ მიმზიდველ პოტენციალს შეამცირებს.

თურქეთში ბიტკოინმა ყველა დროის ყველაზე მაღალ რეკორს ლირასთან მიმართებაში მიაღწია. ამიტომ მთავრობა მარეგულირებელი სისტემის მაქსიმალურად ადაპტირებას ცდილობს.

საზოგადოება კი კრიტოვალუტაში ინვესტიციას ახორციელებს.

მას შემდეგ რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონების გამართული მუშაობა დაადასტურა, მთავრობამ ადგილობრივ კრიტო ექსერტებს უმასპინძლა, რათა განეხილათ ის, თუ რა მოლოდინი არსებობს კრიპტო ეკოსისტემასთან დაკავშირებით.

ელჩინ კარატაი იყო ერთ-ერთი მიწვეული ექსპერტი. ის ასევე არის თურქეთში დაფუძნებული Fintech ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და Solak and Partners-ის იურიდიული კომპანიის პარტნიორი.

ელჩინ კარატაის აზრით, თურქეთის Blockchain ეკოსისტემას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ბიზნეს ჰაბს, სჭირდება რეგულაცია, რომელიც წაახალისებს ინოვაციას და ასევე მომხმარებლის უფლებებს დაიცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი