კვლევა: რუსეთის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვამ შესაძლოა, ტექნოლოგიის განვითარება შეაფერხოს

0
1373

დღეს საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა გამოაქვეყნა კვლევითი სტატია რუსეთის მიერ კრიპტოვალუტის აკრძალვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ეთანხმება რუსეთის ცენტრალური ბანკის (CBR) პოზიციას, რომ აკრძალვა შეზღუდავს ფინანსური სისტემის რისკების ზემოქმედებას, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთმა წინადადებამ შეიძლება ტექნოლოგიის გავრცელება და განვითარება შეაფერხოს.

დამატებით, Fitch-მა კომენტარი გააკეთა რუსეთში ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის მიღებაზე: “ციფრულმა რუბლმა უნდა გაზარდოს ხელისუფლების შესაძლებლობები ფინანსური ნაკადების მონიტორინგისა და მართვისთვის, რაც სხვაგვარად შეიძლება დაირღვეს”.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ CBR-ის კრიპტოვალუტის მკაცრი შეზღუდვების მთავარი მოტივი შესაძლოა, სტაბილკოინის წინააღმდეგ კონკურენციის შემცირება იყოს.

ინდოეთის მსგავსად, რუსეთის კრიპტო მარეგულირებელი გარემო ბოლო დროს ქაოტურია. პოლიტიკის შემქმნელები ხშირად მერყეობდნენ ციფრული ვალუტების პირდაპირ აკრძალვასა და დადგენილი რეგულაციების გამკაცრებას შორის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის კრიპტო სექტორში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომელიც ციფრული ვალუტის აკრძალვას ეხებოდა აღშფოთება გამოიწვია.

აკრძალვის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი, ლეონიდ ვოლკოვი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი