Apple-ის აქციების ფასი საათობრივი ვაჭრობის შემდეგ მოულოდნელად გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად კი კომპანიის აქციები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ინვესტიციას Metaverse-ში განახორციელებს.
ტიმ ქუქმა წარმოადგინა კომპანიის 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული შემოსავლები და განაცხადა, რომ იგი Metaverse-ში დიდ პოტენციალს ხედავს.
„ჩვენ ვხედავთ უამრავ პოტენციალს ამ სივრცეში და შესაბამისად, ვახორციელებთ ინვესტიციებს. ჩვენ ყოველთვის ვიკვლევთ ახალ და განვითარებად ტექნოლოგიებს. მე, ვრცლად ვისაუბრე იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა ეს ჩვენთვის”,- აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ტიმ ქუქმა აღნიშნა, რომ Apple-ს უკვე აქვს 14000 აპლიკაცია App Store-ში, რომლებიც შექმნილია AR დეველოპერის პლატფორმის ARKit-ის გამოყენებით. ARKit-ის გამოყენებით შექმნილი აპლიკაციები კი მომხმარებლებს Metaverse-ის გაადვილებულ წვდომაში ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ტიმ ქუქი კრიპტოვალუტების მფლობელია. როგორც ცნობილია, ამჟამად, იგი ბიტკოინსა და ეთერიუმს ფლობს.