Consensys-ის მფლობელობაში მყოფი MetaMask-ის ჯგუფმა თავისი პირველი მრავალჯაჭვიანი ციფრული ვალუტების ქსელი გააერთიანა, სახელწოდებით Cactus Custody.
MetaMask Institutions-ი (MMI) თავდაპირველად Cactus Custody-თან თანამშრომლობდა, რომელიც, თავის მხრივ, კრიპტო ფინანსურ პლატფორმა Matrixport-ს ეკუთვნის.
MMI-ს Cactus Custody-ის სრული ინტეგრაცია, ცოტა ხნის წინ, გამოცხადდა. შედეგად MetaMask-ის ინსტიტუციონალურ მომხმარებლებს ეთერიუმის ქსელთან ექნებათ წვდომა.
MMI პროდუქტის ლიდერმა, იოჰან ბორნმანმა აღნიშნა, რომ Cactus Custody-ის მრავალჯაჭვიანი EVM მხარდაჭერა საშუალებას მისცემს ინსტიტუტებს ამ ქსელებში თავისუფლად გადარიცხონ ციფრული ვალუტები.
DeFi Connector-ის ფუნქცია ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დამატებით ასპექტებს, როგორიცაა MMI-ზე განხორციელებული ტრანზაქციების აუდიტი, პირადი გასაღების დაცვა და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ MMI შეიქმნა 2020 წლის დეკემბერში და მისი საფულე განსხვავდება Metamask-ისგან, რადგან ის ინტეგრირებულია დამატებითი უსაფრთხოების, შესაბამისობისა და დაცვის ფუნქციებთან. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ინსტიტუტების მზარდი რაოდენობისთვის, რომლებიც DeFi-ს უერთდებიან.